LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივლებს

77

იუსტიციის არამოსამართლე წევრი ხვალ საქალაქო სასამართლოში დიმიტრი გვრიტიშვილს პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივლებს. საქმე ეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, სამი თვის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ანა დოლიძე 2008 წელს რუსულ ორგანიზაციაში მუშაობდა და მათ საქართველოს ინტერესების საზიანო ინფორმაციას აწვდიდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია დადგინდეს ერთხელ და სამუდამოდ კულტურა, რომ საზოგადო მოღვაწემ, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელობის სტატუსის მქონე პირმა, როგორიც მოსამართლეა, უნდა იცოდეს, რომ ტყუილს აქვს ფასი. ხანდახან რეპუტაციულად ძალიან ძვირი ფასი. მოსამართლე გვრიტიშვილმა მოიტყუა, როდესაც მან თქვა, რომ მე აგვისტოს ომის დროს ვიყავი რუსეთში. ეს არის მტკნარი სიცრუე. მე ვაპირებ, რომ მას ეს დავუდასტურო მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლოში და შესაბამისად მოვთხოვო ამ ტყუილის უარყოფა საზოგადოებრივი საშუალებებით,“-განაცხადა ანა დოლიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები