LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა

50

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე დღეს ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანა დოლიძემ ლიცეუმის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

მათივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ წელს პირველად კადეტთა სამხედრო ლიცეუმში უფროსკლასელი გოგონები მიიღეს, სასწავლებელში ინფრასტრუქტურის განახლების საჭიროება დადგა.

საპარლამენტო მდივანი პირადად გაეცნო გოგონების საცხოვრებელ პირობებს და დათვალიერა ის კორპუსი, რომელშიც კადეტები ცხოვრობენ.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პირველკურსელებს შეხვდა და მათგან მიიღო ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს სწავლა და რამდენად შეძლეს ახალ პირობებთან ადაპტირება.

„კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ქართული სამხედრო განათლების თვალსაჩინო მაგალითია. ამ 8 გოგონასგან მივიღე პირადად ინფორმაცია როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები