LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ხელაძეს 8 ჭრილობა აქვს მიყენებული

92

ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, ანა ხელაძეს 8 ჭრილობა აქვს მიყენებული. ამის შესახებ საქმის პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განაცხადა.

პროკურორმა ასევე განმარტა, თუ რატომ ითხოვს ბრალდების მხარე რ.ა. – სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას. ერთ-ერთ მიზეზად პროკურორმა მიმალვის საფრთხე დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ საფრთხეს რ. ა.-ს დედის რუსეთის ფედერაციაში ყოფნა ზრდის.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე პროკურორმა განაცხადა, რომ იკვეთება ძალადობის მოტივი, თუმცა კონკრეტულად რა იგულისხმება ძალადობაში, არ დაუკონკრეტებია. 

19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. გოგონა თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 16 ივლისს მოკლეს. სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მისი ბიძაშვილი დააკავეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები