LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებს

41

საია-ის ხელმძღვანელი,  ანა ნაცვლიშვილი, პრეზიდენტს მოუწოდებს,  თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით გამოიყენოს ვეტოს უფლება, რის შემდეგაც პარლამენტს ვალდებულება ექნება, იმსჯელოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე.

ამის შესახებ განცხადება  ანა ნაცვლიშვილმა  მმართველი გუნდის წევრების იმ  განცხადებების საპასუხოდ გააკეთა, სადაც ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენების შემთხვევაში, პარლამენტი ვეტოს აუცილებლად დაძლევს.

”ვფიქრობ, წინასწარ ასეთი განცხადებების გაკეთება არასწორია იმიტომ, რომ, თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს ვეტოს დადებას, აუცილებელია მისი არგუმენტების გაცნობა და შესაბამისად, წინასწარ იმის დაფიქსირება, რომ ვეტო იქნება დაძლეული, არ არის საკითხისადმი სწორი მიდგომა,” – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები, რეალურად ხელს არ უწყობს თვითმმართველობების გაძლიერებას, პირიქით, ასუსტებს მას და დეცენტრალიზაციის ხარისხს, რაც უარყოფითად აისახება დემოკრატიის განვითარებაზე.