LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დარბაზში, სადაც მინისტრებს უსმენენ, არ დაუშვეს

502

სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი და მოქალაქე თამაზ ახობაძე, რომლებსაც მინისტრობის კანდიდატებთან გიორგი გახარიასთან და თეა წულუკიანთან კითხვები აქვთ, საკომიტეტო მოსმენაზე, დარბაზში არ შეუშვეს, თუმცა, მათ ნაცვლად შეკითხვებს “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ელენე ხოშტარია დასვამს.

“მოვედით მინისტრებისთვის კითხვების დასასმელა , ჩვენ ამის უფლება გვაქვს, რადგან კომიტეტის სხდომები, როგორც წესი, არის ხოლმე ღია, თუმცა, აღმოჩნდა რომ დღეს ამის შესაძლებლობა არ გვეძლევა გაურკვეველი მიზეზების გამო, რეგლამენტს ასახელებენ.

მიუხედავად ამისა, ვთხოვეთ დეპუტატებს, რომ დასვან ეს კითხვები. ჩემი შეკითხვაა გიორგი გახარიასთან 12 მაისის ღამესთან დაკავშირებით, მაინტერესებს აღიარებს თუ არა რომ ის სპეცოპერაცია იყო არამართოლზომიერი, ძლადობრივი და შესაბამისად, უკანონო. ვინ მიიღო გადაწყვეტილება ამ სპეცოპერაცისთან დაკავშირებით და ვინ გასცა ბრძანება, დაასახელოს კონკრეტული პასუხისმგებელი პირი, იყო თუ არა თვითონ გადაწყვეტილებაში ჩართული და იღებს თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამ საკითხზე. ასევე მას მინდა ვკითხო იმის შესახებ, რომ ბოლო თვეებში არა ერთი ადამიანი დაიღუპა გაურკვეველი წარმომავლობის ნარკოტიკული საშუალებებით, რა პასუხს სცემს საზოგადოებას ამ საკითხზე, რატომ მიივიწყა და მიჩქმალა ეს საქმე და რაიმე წინსვლა არის თუ არა ამ კუთხით გამოძიებაში?” – აღნიშნავს ანა სუბელიანი.

რაც შეეხება თეა წულუკიანთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს, როგორც თამაზ ახობაძე განმარტავს, ეს შეკითხვები იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი სსიპიდან მათ გათავისუფლებას ეხება.

“მე და ანა 2014 წელს უკანონოდ გაგვათავისუფლეს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან, რომელიც არის იუსტიციის სამინისტროს სსიპ, ამის შემდეგ ჩვენ 4 წელი ვიბრძოლეთ, სამივე ინსტანცია სასამართლოსი მოვიგეთ, რომლის თანახმად უნდა აღგვადგინონ პოზიციებზე და მოგვცენ განაცდური, 6 თვეა საქმე აღსრულების ბიუროშია, რომელიც არაფერს აკეთებს. ტეა წულუკიანს რომ ვეკითხებით, გვპასუხობს, რომ შეისწავლის საქმეს. ჩვენი შეკითხვაა ის, თუ რატომ აძლევს თავს უფლებას ქალბატონო იუსტიციის მინისტრი, რომ სასამართლოზე მაღლა იდგეს, რატომ თვლის, რომ მან უნდა შეისწავლოს სასამართლოს გადაწყვეტილებები,”- განაცხადა თამაზ ახობაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები