LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანაკლია სითი” კორეის თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან თანამშრომლობას იწყებს

81

„ანაკლია სითის“ დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი და კომპანიის წარმომადგენლები  20-23 სექტემბერს სამხრეთ კორეას ეწვევიან. „ანაკლია სითის“ წარმომადგენლები ინჩონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას ესტუმრებაინ, მათ გამოცდილებას გაეცნობიან და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

ვიზიტის ფარგლებში, სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს მეშვეობით  დაგეგმილია ათამდე მნიშვნელოვანი ბიზნესშეხვედრა სხვადასხვა კომპანიასთან, მათ შორის „სამსუნგ ელექტრონიქსთან“,  „პანტოს ლოჯისტიკსთან“, „ჰიუნდაისთან“.  სეულში ასევე შედგება შეხვედრა კორეის განვითარების ბანკთან, რომელიც სამხრეთ კორეაში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის 15-17 ივნისს, კორეის რესპუბლიკის კუნძულ ჯეჯუზე გამართული აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მმართველთა საბჭოს მე-2 ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა. 

სამხრეთ კორეის ინჩონის თავისუფალი ეკონომიკური ზონა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მოწინავეა. 13 000 ჰექტარზე გაშენებულმა ინჩონის ზონამ განვითარება 2003 წელს დაიწყო და მისი ყველა ეტაპის დასრულება 2020 წელს იგეგმება. ინჩონში მსოფლიოს წამყვანი მულტინაციონალური კომპანიები სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ, მათ შორის: ბიოტექნოლოგიების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინდუსტრიული მიმართულებებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები