LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიაში ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადები – ყველაზე ახლოს აფხაზეთთან“ გაიმართა

91

ანაკლიის ციხესიმაგრეში, მსოფლიოში ცნობილი მევიოლინეს და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალმა „ღამის სერენადები“ ანშლაგით ჩაიარა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანაკლიაში კლასიკური მუსიკის შედევრები ლიანა ისაკაძემ, მსოფლიო კამერულმა ანსამბლმა „ვირტუოზები“ და ცეზარ ალვარესმა შეასრულეს.

„ღამის სერენადები“ 1982 წელს, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში, კერძოდ ბიჭვინთაში დაარსდა. ფესტივალი აღდგენის შემდეგ, წელს პირველად ყველაზე ახლოს აფხაზეთთან გაიმართა. მისი სლოგანიც შესაბამისია – „ღამის სერენადები – ყველაზე ახლოს აფხაზეთთან“.

ღამის სერენადები ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით ჩატარდა. საღამოს დასრულების შემდეგ მხარის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ანაკლიაში „ღამის სერენადები“ ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ის ყოველწლიურად ჩატარდება.

„ამ საღამოს აქვს სიმბოლური დატვირთვა, ის ტარდება ძალიან ახლოს აფხაზეთთან. ღამის სერენადები 1982 წელს ბიჭვინთაში დაიწყო, დღეს აქ ანაკლიაში 35-ე საღამო ჩატარდა. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ბიჭვინთაში ერთად ჩავატარებთ ღამის სერენადებს“, – აღნიშნა ლევან შონიამ.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო. საღამოს მსმენელი რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ესწრებოდა.

ipn.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები