LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიაში საერთაშორისო აეროპორტი და რკინიგზა აშენდება

134

ანაკლიაში რკინიგზის ხაზი გავა და აეროპორტი აშენდება. ამის შესახებ კომპანია “ანაკლია სითის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ბოჭორიშვილმა გადაცემა ”ანალიტიკაში” განაცხადა. მისი თქმით, ანაკლიაში აეროპორტი შედარებით მოგვიანებით აშენდება, მაგრამ ეს იქნება საერთაშორისო აეროპორტი.

როგორც ბოჭორიშვილი აცხადებს, მსგავსი მასშტაბური პროექტები, როგორც წესი, სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში პროექტის ინიციატორი კერძო სექტორია.

“იცით, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლები “თიბისი ჯგუფი“ და “კონტი ჯგუფია”, ანუ ანაკლიის პროექტს კერძო სექტორი უძღვება, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროექტის სისრულეში მოყვანას. მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, რადგან გადაკვეთა არაერთგზის იქნება – იგივე საჯარო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის კუთხით. ამ ტერიტორიაზე უნდა იყოს არამარტო გზები, არამედ რკინიგზა და სხვა დამატებითი ინფრასტუქტურა, რომელიც მათ შორის პორტის და ქალაქის მშენებლობისთვის იქნება საჭირო”, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები