LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

36

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 10 998 972 ლარია. 

გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტირება 13 თვეში უნდა მოახდინოს. წინადადებების მიღება 2018 წლის 13 იანვარს დაიწყება და 16 იანვრამდე გაგრძელდება.

საქართველოს ხელისუფლებას აღებული აქვს ვალდებულება “ანაკლიის განვითარების კოსორციუმთან”, რომ პორტამდე მისასვლელი რკინგზა, გზა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ააშენოს. არსებული ინფორმაციით, მშენებლობა ჯამში 100 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები