LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტში ადგილობრივი მოსახლეობა გადამზადდება

61

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში გათვალისწინებულია ადგილობრივი მოსახელობის გადამზადებაც.

როგორც ”ფორტუნას” ”თიბისი ჰოლდინგის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განუცხადა, კონსორციუმი ამისათვის გადამზადების ცენტრს გახსნის.

”ჩვენ გვინდა, რომ ამ პროექტში საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დასაქმებული. ამის ვალდებულება კონტრაქტითაც გვაქვს აღებული. შემდგომში ის ადამიანებიც გადამზადდებიან, რომლებიც პორტს მოემსახურებიან. ლაპარაკია რამდენიმე ათასი ადამიანის გადამზადებაზე” – განუცხადა ”ფორტუნას” ხაზარაძემ.

პორტის განვითარების კონცეფცია გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროფესიული განათლების მიცემას, რათა ისინი შემდგომ პორტში დასაქმდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები