LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის პორტის პროექტმა აშშ-ში წლის სტრატეგიული პროექტის ჯილდო მიიღო

62

„CG/LA-ს ინფრასტრუქტურის“ უმაღლესი ჯილდო „წლის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტისათვის“  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს გადაეცა, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის მოდელს.  პრესტიჟული ჯილდო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მიიღო,  რომელიც „თიბისი ჰოლდინგსა“ და „კონტი ინტერნეშენალს“ აერთიანებს.

ჯილდო, რომელიც „CG/LA“-ის ინფრასტრუქტურის გლობალური მართვის მე-9 ფორუმზე, ვაშინგტონში (DC) გამოაცხადეს, იმ პროექტებსა და მმართველებს გადაეცემა, ვინც გლობალური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და საინვესტიციო შესაძლებლობების მოდელს წარმოადგენენ.

„ჩვენთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მოპოვება, ეს ხაზს უსვამს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის  პროექტის  საინვესტიციო შესაძლებლობებს და  კავკასიაში და მის გარეთ ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების პოტენციალს. ჩვენ მოუთმენლად ველით სამუშაოების დაწყებას 2016 წლის ბოლოსთვის, როდესაც შევძლებთ წვლილი შევიტანოთ ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენაში, რომელიც ოდესღაც ჩინეთსა და ევროპას აკავშირებდა“, –   განაცხადა „კონტი ინტერნეშენალის“პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმაკ ურტ კონტიმ,  რომელიც  „თიბისი ჰოლდინგთან“ერთად ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელმძღვანელობს.

„სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტის“ ფინალისტებს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებენ: თუ რამდენად დრამატულად შეუძლია პროექტს ეროვნული და რეგიონალური კონკურენციის გაზრდა და  რამდენად ფართომასშტაბიანი  და ხანგრძლივმოქმედია იგი. ლიდერობის ფორუმზე ათი  სხვადასხვა სფოროდან წარმოდგენილ პროექტებს აფასებენ: ავტომაგისტრალები, ხიდები და გვირაბები, ურბანული მასობრივი გადაზიდვა, ენერგიის გამომუშავება, ენერგიის გადაცემა, პორტები და ლოჯისტიკა, აეროპორტები, წყალი და წყალმომარაგება, ნავთობი და გაზი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. ახალი ქართული პროექტი  ფრანგ, მექსიკელ და დიდ ბრიტანელ კონკურნტებს შორის  გამოარჩიეს და კონფერენციაზე აღიარება მოიპოვა.

„ჯილდო ხაზს უსვამს  წლის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინიციატივას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კონკრეტული რეგიონის განვითრაებისათვის“, – განაცხადა „CG/LA ინფრასტრუქტურის“ პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა ნორმან ფ. ანდერსონმა.

მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს გლობალური მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ის ხელს შეუწყობს რეგიონალურ განვითარებას, შექმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, სამუშაო ადგლებს და განავითარებს ვაჭრობას ხმელეთით შემოსაზღვრულ ქვეყნებში.

2016 წლის 8 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გამარჯვებულ პროექტად დაასახელა. კომპანია პასუხისმგებელია განახორციელოს 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი – ააშენოს და განავითაროს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში. შავი ზღვის აღმოსავლეთ  ნაწილში მდებარე ანაკლია ჩინეთიდან ევროპამდე უმოკლეს მარშრუტს წარმოადგენს. წინასწარი პროგნოზით, პროექტის ფარგლებში, მშენებლობის ეტაპზე შეიქმნება 3,400  სამუშაო ადგილი, ხოლო სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პორტის ფუნქციონირების  დაწყებისთანავე დაახლოებით 6,400 სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები