LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის პორტის შესახებ მსურველებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან

117

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიაში საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი გახსნა. ცენტრი მოსახლეობას ინფორმაციას მიაწვდის პორტის მშენებლობასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პროექტის საწყისი ეტაპიდანვე მოსახლეობას ყოველთვის ჰქონდეს შესაძლებლობა, მარტივად მიიღოს ინფორმაცია პროექტის განხორციელების თაობაზე, მის სხვადასხვა ეტაპებზე, სამუშაოებზე, განვითარებასა თუ ნებისმიერ თემაზე რაც ანაკლიის ნავსადგურს უკავშირდება. ასევე ჩვენთვის საინტერესოა, მოვისმინოთ მოსახლობის მოსაზრებები პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამიტომაც საინფორმაციო ცენტრი ორმხრივი კომუნიკაციის საშუალება იქნება“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა, თამარ ზაქარიაძემ.

ანაკლიის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი უკვე გაიხსნა და ის მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს, 10:00-დან 16:00-მდე. ცენტრის საკონტაქტო ნომერია: 551 959 911, ელ.ფოსტა: [email protected].

ცნობისთვის, ცენტრი მდებარეობს ანკლიაში, სასტუმრო „პალმ ბიჩის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები