LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანაკლიის პროექტი ეკონომიკური ზრდის ორ მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხებს”

86

ანაკლიის პროექტი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ორ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხებს – საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენებასა დალოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნას, ასევე საზღვაო ქვეყნად ჩამოყალიბებას“,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქუბულიამ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო სამშენებლო სამუშაოების დაწყების ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის პროექტი საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდება კონკურენტული მარშრუტებიდან საქართველოს დერეფანში სხვა ტვირთებისა და მოცულობების გადმოტანა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ქობულიამ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და ანაკლიის პროექტის ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენაც“ და ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს საზღვაო ქვეყნის დიდი ტრადიცია აქვს, რასაც აღდგენა სჭირდება. „ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავმართეთ საერთშორისო საზღვაო ფორუმი, სადაც ბევრი ვისაუბრეთ ამ თემაზე. ჩვენ გვჭირდება ჩვენი საზღვაო საქმიანობის გაძლიერება. ეს ეხება როგორც საზღვაო სერვისების განვითარებას, ფლოტის შექმნას, აგრეთვე მეზღვაურების უმაღლესი სკოლების მხარდაჭერას და განვითარებას. ეს ორი გამოწვევა არის ძალიან დიდი გამოწვევა საქართველოსთვის და გვჯერა, რომ ანაკლია და ეს დიდი პროექტი წვლილს შეიტანს ამ ორი გამოწვევის გადაწყვეტაში“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ბაზის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები