LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლის პორტის მშენებლობაზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება

62

ანაკლიის პორტის პირველი ფაზის შენებლობაზე 300-დან 500-ამდე ადამიანი დასაქმდება. ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომლებიც გადაწყვეტენ, სამუშაოზე განაცხადის შეტანას, ”ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” დახმარებას გაუწევს შესაბამისი სამშენებლო სამუშაოს მისაღებად. რაც შეეხება დასაქმებას პორტის ამუშავების შემდეგ, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, ნავსადგურის ფუნქციონირებამ 320 ახალი სამუშაო ადგილი შექმნას. გარდა ამისა, არსებობს სატრანსპორტო მოთხოვნის პოტენციალი, რაც დაახლოებით 1,700 სამუშაო ადგილს შექმნის სანაპიროზე.

ამ ყოველივეს შესახებ კი აღნიშნულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის პროგნოზში, რომელიც “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დაკვეთით საერთაშორისო კომპანია Royal Haskoning-მა მოამზადა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით ნავარაუდევია, რომ ანაკლიის პორტი პირველ გემს 2020 წლის ბოლოს მიიღებს. პირველი ფაზის მოსამზადებელი სამუშაოები კი 2017 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები