LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ანალოგიური პლატფორმის შექმნა პოლიტიკური პარტიებისთვისაც გვსურს – ეს ყველაზე რთული განსახორციელებელია”

88

მმართველობითი სისტემის რეფორმა -ეს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მესამე ნაწილია. აღნიშნული რეფორმა დაინტერესებულ პირთა ტიპების მიხედვით ინკლუზიური პლატფორმების შექმნას გულისხმობს.

რეფორმის დაწყების, მაგალითების და პროგნოზების შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა რეფორმის მაგალითად დაასახელა ინვესტორთა საბჭო, რომლის ფარგლებში, საქართველოს უდიდესი ბიზნესასოციაციები, უმთავრესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, დაგეგმილ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ.

მისი თქმით, ანალოგიური პლატფორმის შექმნა, პოლიტიკური პარტიებისთვისაც იგეგმება.

„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვახდენთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას და ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს, რომლებიც, სხვა სფეროებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სექტორზეც უდიდეს გავლენას ახდენს. ეს მნიშვნელოვანია მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ბიზნესწრეების ცნობიერების გასაზრდელად, რათა ბიზნესგარემო სულ უფრო გამჭვირვალე და განჭვრეტადი გახდეს. მოქმედებს ანალოგიური ტიპის პლატფორმები დაინტერესებულ პირთა სხვადასხვა კატეგორიისათვის. მათ შორის, აღსანიშნავია მეცნიერებითა და ინოვაციებით დაინტერესებულ პირთათვის მოქმედი პლატფორმა. იქმნება ახალი პლატფორმა, სადაც წარმოდგენილი იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების მოწინავე წარმომადგენლები. ყველაზე რთული განსახორციელებელი იქნება, თუ ჩვენი მცდელობისა და დიდი სურვილის შედეგად, შევქმნით ანალოგიურ პლატფორმას პოლიტიკური პარტიებისთვისაც – ეს ყველაზე რთული განსახორციელებელია, თუმცა უმნიშვნელოვანესია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პოპულალურები