LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანატოლი ბიბილოვი – ცხინვალი სხვა ქვეყნებთან კონტაქტის დასამყარებლად აქტიურად მუშაობას

87

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, „ცხინვალი აქტიურად მუშაობს სხვა ქვეყნებთან კონტაქტის დასამყარებლად“.
„გასული 10 წლის განმავლობაში ამგვარი აქტიურობა საგარეო პოლიტიკაში არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ჩვენ განვაგრძობთ ამ პოლიტიკას“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალური დამასკო „სამხრეთ ოსეთის“ ინტერესების დაცვაზე იზრუნებს არაბულ სამყაროში.
„ბაშარ ასადთან შეხვედრაზე განვაცხადეთ, რომ ერთმანეთის ინტერესების დაცვას შევუწყობთ ხელს მესამე ქვეყნებში. იქნება ეს ირანი, რომელიმე არაბული, აფრიკული თუ ლათინური ამერიკის სახელმწიფო, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები