LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანატოლი ბიბილოვი – წლის ბოლომდე სულ მცირე, ერთი სახელმწიფო გვაღიარებს

57

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას 2018 წლის ბოლომდე კიდევ ერთი სახელმწიფო აპირებს. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“-თან ინტერვიუში ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

„სამხრეთ ოსეთის აღიარების პროცესის შეჩერება შეუძლებელია. ჩვენ ხუთ წელიწადში ერთხელ თითო ქვეყანა გვაღიარებს, მაგრამ თანდათან მივიღებთ ჩვენი დამოუკიდებლობის სრულ აღიარებას. წლის ბოლომდე ვვარაუდობთ სულ მცირე ერთი ქვეყნისგან აღიარებას“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, მზად არიან ნებიმიერი მოლაპარაკებებისთვის იმ ქვეყნებთან, რომლებიც პოტენციურად მზად არიან „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებისთის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები