LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Andrea Morelli-ის რებრენდინგი და 20%-იანი ფასდაკლება ქალის იტალიურ ფეხსაცმელზე

313

Andrea Morelli-იდან Franco Ferretti-მდე – იტალიური ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიამ რებრენდინგი განახორციელა. Andrea Morelli-ის მაღაზიამ, რომელიც თბილისში აღმაშენებლის გამზირზე ფუნქციონირებდა, სახელი და ლოკაცია შეიცვალა. ამ ეტაპზე ის ყაზბეგის გამზირზე, 24 ნომერშია წარმოდგენილი და Franco Ferretti ჰქვია.

როგორც იტალიური ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიაში აცხადებენ, არ შეცვლილა მთავარი პრინციპი – Franco Ferretti მომხმარებელს ამავე ბრენდის უმაღლესი ხარისხის იტალიურ ფეხსაცმელს სთავზობს, როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალბატონებისთვის. მაღაზიაში წარმოდგენილია ფეხსაცმლის 100-ამდე მოდელი. ამასთან Franco Ferretti Georgia-ში შესაძლებელია ჩანთებისა და სხვა აქსესუარების შეძენაც.

როგორც Franco Ferretti Georgia-ში აცხადებენ, უახლოეს მომავალში, 2018 წლის შემოდგომიდან, მაღაზია საკუთარ მომხმარებელს საბავშვო ხაზსაც შესთავაზებს.

”რაც შეეხება მიმდინარე აქტივობებს, 8 მარტს, მხოლოდ ერთი დღით, ქალბატონები შეძლებენ ჩვენს მაღაზიაში ქალების ხაზის სრულ ასროტიმენტზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ”, – აღნიშნეს მაღაზიაში.

შეგახსენებთ, იტალიური ფეხსაცმლის მაღაზია Andrea Morelli ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან იყო წარმოდგენილი. 2018 წელს მაღაზიამ სახელი შეიცვალა და დღეს Franco Ferretti-ს სახელით ფუნქციონირებს. საქართველოში Franco Ferretti ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფილიალით არის წარმოდგენილი, მაღაზიაში 5 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები