LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში ახალი არჩევნების ჩატარებას მხარი დაუჭირა

46

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ბუნდესტაგში ახალი არჩევნების ჩატარებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ანგელა მერკელმა ტელეარხ ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გერმანიის „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მოლაპარაკებების პროცესიდან გამოვიდა. გარდა ამისა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის ლიდერებმა ანგელა მერკელს გადადგომისკენ მოუწოდეს.

ანგელა მერკელის თქმით, ის სკეპტიკურად უყურებს უმცირესობის მთავრობის ვარიანტს და ურჩევნია ახალი არჩევნების ჩატარება.

ჩემი თვალსაზრისით, ახალი არჩევნების ჩატარება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები