LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანგელა ვასილენკოს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში შესვენება გამოცხადდა

95

ანგელა ვასილენკოს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში შესვენება გამოცხადდა. ანგელა ვასილენკომ სხდომათა დარბაზი დატოვა, თუმცა კომენტარის გარეშე. ვასილენკოს თქმით, ის კომენტარს გამოკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

სასამართლო დარბაზი კომენტარის გარეშე დატოვეს ადვოკატმა და საქმის პროკურორმაც .

ისინი განცხადებას მას შემდეგ გააკეთებენ, რაც ვასილენკოს გამოკითხვა დასრულდება. ჯერ უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება გამოკითხვა.

შეგახსენებთ, რომ ანგელა ვასილენკო საქალაქო სასამართლოში ფონდი “იავნანას” დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვასთან დაკავშირებითაა დაბარებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები