LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანგოლაში საშინელი ტრაგედია მოხდა: დაიღუპნენ ბავშვებიც

125

სულ ცოტა 17 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბავშვებიც ანგოლას ქალაქ უიგეში. ასობით ადამიანი დაშავებულია.

ტრაგედია სტადიონის შესასვლელთან მოხდა, როდესაც გულშემატკივრები საფეხბურთის მატჩზე დასასწრებად ერთიანად დაიძრნენ.
თამაშის დაწყებამდე გულშემატკივრები სტადიონზე შესასვლელი კარიდან ვერ შევიდნენ და ბარიერები გაარღვიეს. ჭყლეტის დროს უამრავი ადამიანი დაეცა და სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ერთმანეთთან შეჯახების დროს ხალხის ნაწილს სული შეეხუთა.
„ზოგიერთი გულშემატკივარი სხვების ზემოთ მოექცა. სულ 76 უბედური შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 17 ფატალურად დასრულდა. ხუთი დაშვებულის მდგომარეობა მძიმეა“ – განაცხადა ადგილობრივი კლინიკის დირექტორმა.

ამ მასშტაბის ტრაგედია ანგოლას ფეხბურთის ისტორიაში არ მომხდარა.
ქვეყნის პრეზიდენტმა ჟოზე ედუარდო დოს სანტოსმა მომხდარის გამოძიება შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები