LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანგრიეს, აფეთქეს, მაინც ვერ დაანგრიეს: ამერიკაში სტადიონი ვერ დაშალეს (ვიდეო)

60

ამერიკული სტადიონი აფეთქებას გადაურჩა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიჩიგანის შტატში, დეტროიტის გარეუბანში მდებარე არენის დემონტაჟი გადაწყვიტა და დასახმარებლად კომპანია adamo-ს მიმართა, რომელსაც შესაბამისი სამუშაოების ჩაატრება ევალებოდა. კოორდინირებული აფეთქებების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობების 10% ტექნიკურად გაუმართავი იყო და შესაბამისად სტადიონი არ დანგრეულა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, “სილვერდოუმი” შესაძლოა ყოველ წუთს ჩამოინგრეს.

არენის განადგურების განმეორებითი მცდელობა ამ კვირაშია დაგეგმილი.

”სილვერდოუმი” 1975 წელს გაიხსნა, ხოლო 2010 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 82 000-იან სტადიონზე 2014 წლამდე საშინაო მატჩებს ამერიკული ფეხბურთის გუნდი, ”Detroit Lions” მართავდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები