LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი გიუნტერმა შვილი პირველ კლასში წაიყვანა – „ისე ვინერვიულე, ვკანკალებდი…“

277

დღეს პატარები სკოლაში წავიდნენ, ზოგი ბაღში, ზოგიც პირველ კლასში პირველად მივიდა. შვილები სასწავლო დაწესებულებებში წაიყვანეს ცნობილებმაც. მათ შორის ტელეწამყვანი ანი გიუნტერიცაა, რომელსაც მართალია, შვილის ჩანთა სახლში დარჩა და უკან მიბრუნებამ მოუწია, მაინც ხალისით გაიხსენა პირველი დღე სკოლაში.

ანი გიუნტერი:

მაშო არაბიძე პირველ კლასში შევიყვანეთ. ჩემმა მეგობარმა სტუდია „anania monny” გახსნა  და მაშოს კაბა ღამე შეკერა, დილას მაშოს კაბა გამზადებული დახვდა. თმა დავვარცხნეთ, მაკიაჟისთვის ყველაფერი ჩანთაში ჩაალაგა, მაგრამ ადგილზე მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ჩანთა დაგვრჩა (იცინის). უკან დავბრუნდით და წამოვიღეთ. მთავარია, დავარცხნილი და გამოპრანჭული იყო მაშო, წითელი ლაქიც გადაისვა და ჩანთა რა საჭირო გახლდათ (იღიმის)?!

კაბა თავად გააფორმა, წინსაფარზე რაღაცები დააწერა, მათ შორის თავისი დაბადების თარიღი და აინტერესებდა, მეგობრები თუ გამოიცნობდნენ. როცა ვკითხე, რა გაწერია-მეთქი, ტელევიზიით არ თქვა, მეგობრებმა უნდა გამოიცნონ და აქედან არ მინდა გავაგებინოო…

14341467_10209203919308148_515913390_nმაშო სკოლაში რომ მივიყვანე, ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა და ისე ვინერვიულე, ვკანკალებდი. ხელები მიკანკალებდა. თან, ჩართვა უნდა გამეკეთებინა. ამას „სკაიპით“ ვაკეთებდი და სწორედ იმ დროს მეგობარმა დამირეკა და სიგნალი მცირე ხნით გაითიშა… მაშომ პირდაპირ ეთერში მკითხა, დედა, ხელები რატომ გიკანკალებსო. მოულოდნელი ჩართვა გამოგვივიდა.

როგორც ჩანს, თავად მაშო არ ნერვიულობდა…

საერთოდ არ უნერვიულია, პირიქით, ძალიან მოტივირებული მივიდა სკოლაში. დავხატეთ, ვიმხიარულეთ და წამოვედით. მამა დაესწრო მის სკოლაში შესვლას, შემდეგ ჩვენი პატარა ბიჭი ბაღში წაიყვანა. მაშომ საჩუქრად მიღებული ლეპტოპი გახსნა, ძალიან მოეწონა და მერე მამას დაურეკა, უკვე დიდი ვარ და ახალ „აიფონს“ როდის მაჩუქებო (იცინის).

ძალიან პრაქტიკული გოგო ყოფილა.

ძალიან. ჩემზე გაცილებით პრაქტიკულია და ძალიან მიზანდასახული.

შენც ძალიან საინტერესოდ იყავი ჩაცმული…

სხვათა შორის, ეს კაბა ძველია, 8 წლის წინ შემიკერა დათუნა სულიკაშვილმა და მეც ძალიან მომწონს.

ნინო მურღულია

14365407_10209203919388150_1265970156_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები