LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილი და დავით ალადაშვილი პარიზში კონცერტს გამართავენ

543

28 ოქტომბერს, პარიზში ორი ქართველი მუსიკოსი, მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი და პიანისტი დათუნა ალადაშვილი საქველმოქმედო მიზნით კონცერტს გამართავენ.

პიერ კარდენის თეატრში, მუსიკოსები წარადგენენ პროექტს „Yougn for Young“, რომლის ფარგლებშიც მაყურებელს წარუდგენენ ფრედერიკ შოპენის, გაბრიელ ფორესა და ოთარ თაქთაქიშვილის ნაწარმოებებს.

ქართველი მუსიკოსების პარიზული კონცერტის მხარდამჭერია „სილქ როუდ ჯგუფი“.

2014 წლიდან მეცო სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა დაიწყო აქტიური თანამშრომლობა პიანისტ დავით ალადაშვილთან. მათ არაერთ დიდ სცენაზე უმუშავიათ ერთად – ნიუ-იორკში, თბილისსა და ბერლინში.

2014 წელს მონაწილეობა მიიღეს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ „თეთრ ღამეებში“. პარიზის გარდა, დაგეგმილი აქვთ ერთობლივი კონცერტები  დეკემბერში ნიუ-იორკში Carnegie Hall-ში, მომავალი წლის სეზონზე ლა სკალას თეატრში, მომავალი წლის მაისში კანადის საოპერო თეატრის სცენაზე.

datuna da anita

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები