LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილი Opera Awards 2017-ზე წარადგინეს

56

ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშილი Opera Awards 2017-ზე „საუკეთესო ქალი მომღერლის“ ნომინაციაზეა წარდგენილი.

ანიტა რაჭველიშვილი ერთადერთი ქართველი მეცო-სოპრანოა, რომელიც საოპერო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე მოხვდა. Opera Awards 2017-ის გამარჯვებულს 7 მაისს, ლონდონის კოლიზეუმში გამოავლენენ.

Opera Awards 2017 წელს დაარსდა და ის საოპერო სფეროში მოღვაწე ხელოვანებისთვის ტარდება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ულოცავს ანიტა რაჭველიშვილს ამ წარმატებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები