LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილი: „სამარცხვინოა, რაც ბოლო დროს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გარშემო ხდება!..“

65

ანიტა რაჭველიშვილი ბოლო დროს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გარშემო მიმდინარე ვნებათაღელვას ეხმაურება. ანიტა წერს, რომ ის, რაც ამ ტელევიზიასთან დაკავშირებით ხდება, სამარცხვინოა. გთავაზობთ საოპერო შემსრულებლის პოსტს, რომელიც ახლახან გამოაქვეყნა.

„ამ პროექტს მოუთმენლად ველოდი! ველოდი ამ ლამაზი გადაცემის ეკრანზე გამოჩენას, მაგრამ კვლავ აფერისა და არაპროფესიონალიზმის მსხვერპლი გავხდით ყველა! სამარცხვინოა ზოგადად, რაც ბოლო დროს ხდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გარშემო!

სოლიდარობა თეონა ჯორბენაძეს და მის გუნდს, რომელიც ყოველთვის უმაღლესი ხარისხითა და მსოფლიო დონის პროფესიონალიზმით გამოირჩევიან!“

შეგახსენებთ, რომ სცენარისტ თეონა ჯორბენაძის პროექტი „მოდემ არტი“, რომელიც „პირველი არხის“ სპეციალურმა კომისიამ შეარჩია და დაამტკიცა, ეთერში აღარ გავა. თეონა ჯორბენაძე სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები