LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილის გამო მეტროპოლიტენ ოპერამ წინასწარ დამტკიცებული განრიგი შეცვალა!..

115

მსოფლიოში ცნობილი მეცოსოპრანო, რომელიც ყველა დროის საუკეთესო საოპერო შემსრულებლებს შორის არის დასახელებული, ანიტა რაჭველიშვილი, პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოდის. ახლახან მისი მეტროპოლიტენ ოპერაში გამოსვლა და „აიდა“–ში ამნერსის როლის შესრულება საერთაშორისო მედიამ დიდი აღტაცებით გააშუქა და დაწერა, რომ მან თავისი პერფორმანსით აშკარად გადაფარა შესანიშნავი რუსი სოპრანოს, ანა ნეტრებკოს გამოსვლა, რაც, თავისთავად, საოპერო სამყაროში დიდ კომპლიმენტად შეიძლება ჩაითვალოს.

ანიტა რაჭველიშვილი ახლა თბილისშია. მან 25 ოქტომბერს, მუსიკოს ვატო მაღრაძის დასახმარებლად, მეგობრებთან ერთად, საქველმოქმედო კონცერტი გამართა. სწორედ ამ კონცერტის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ მეტროპოლიტენ ოპერამ ქართველი მომღერლის გამო წინასწარ, დიდი ხნით ადრე დამტკიცებული განრიგი შეცვალა და სპეციალურად მისთვის, ცნობილ მეტოპერაში დაიდგმება „კარმენი“, სადაც ის მთავარ პარტიას შეასრულებს.

ნიკოლოზ რაჭველმა აღნიშნა:

„ანიტას არ სჩვევია ასეთ თემებზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ მე სულ სხვა წყაროებიდან ვიცი და გაგიზიარებთ სიახლეს. როგორც იცით, ევროპულ და ამერიკულ უდიდეს საოპერო თეატრებში რეპერტუარი წლობით ადრე იგეგმება. პარიზის გრანდოპერამ, სპეციალურად ანიტასთვის, რამდენიმე წლის წინ, შეცვალა გეგმა, რომ მისთვის დაედგათ „სამსონი და დალილა“. ამ პრემიერას შარშან დავესწარი.

ახლა კი გავიგე, რომ მეტროპოლიტენის თეატრმა განიხილა, რომ სპეციალურად ანიტასთვის ნიუ იორკში დაიდგას „კარმენი“. დამერწმუნეთ, რომ ეს ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხდება. ვამაყობ!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები