LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილის გრანდიოზული ქორწილი კონცერტად იქცა (ფოტოები)

576

ოპერის მომღერალი, მსოფლიოში სახელგანთქმული მეცოსოპრანო დაქორწინდა. მისი რჩეული ოთო მაისურაძე გახლავთ. ის თავადაც მუსიკოსია, ასევე გახლავთ ყოფილი მორაგბე. როგორც ანიტამ „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ კომენტარში განაცხადა, რამდენიმე თვის წინ, ოთოს ჯერ „ფეისბუქზე“ ეკონტაქტებოდა, შემდეგ კი ერთმანეთი გაიცნეს, პარიზში სთხოვა ხელი და მაისში უკვე საზოგადოებამ გაიგო მათი სიყვარულის ამბის შესახებ. გუშინ კი წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონა.

ანიტას ქორწილს უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, მისი მეგობრები ოპერის სამყაროდან. როგორც მოსალოდნელი იყო, ქორწილი იმპროვიზებულ კონცერტად იქცა. ანიტა სცენაზე დადგა და დამსწრე საზოგადოებას, მეგობრებთან, მათ შორის, ნინო ქათამაძესთან ერთად, დიდი სიამოვნება მიანიჭა საკუთარი სიმღერით.

მთელი საღამოს განმავლობაში სოციალურ ქსელში ქორწილის სტუმრები ათავსებდნენ ვიდეოებს, საიდანაც ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანდა.

ანიტასა და ოთოს ვულოცავთ გაბედნიერებას და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები