LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილის მსოფლიო პრემიერა დღეს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება!

54

უამინდობის გამო, ბათუმის პიაცაზე დაგეგმილი მსოფლიო პრემიერა, რომლის მთავარი გმირიც ანიტა რაჭველიშვილი გახლავთ, დღეს საღამოს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. კონცერტის დაწყების დრო 21:00 უცვლელი რჩება. მსმენელის ნაწილი პროექტის მუსიკალურ ცენტრში გადატანის ფაქტმა გაახარა, რადგან მათთვის შესაძლებელი გახდა ბილეთების შეძენა. პიაცაზე უკვე ყველა ბილეთი გაყიდული იყო და რადგან მუსიკალური ცენტრის დარბაზი მეტ მაყურებელს იტევს ვებ. გვერდზე www.tkt.ge და ცენტრის სალაროში დამატებით 200-მდე ბილეთი დაიდო.

რამდენიმე საათში გენერალური რეპეტიცია დაიწყება. პროექტს „მუსიკა გაერთიანებს“ დღეს მაყურებელი პირველად მოისმენს, მოწვეულ სტუმრებს სრულიად განსხვავებულ ჟანრთა სინთეზი ელით, „მუსიკის ყველა ჟანრი საინტერესოა, როდესაც გამორჩეულ ნიჭთან და ნამდვილ ხელოვნებასთან გვაქვს საქმე“ – ამბობს მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც დღეს ბათუმის მუსიკალური ცენტრის სცენაზე ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს და პროექტის პრემიერის ფარგლებში პირველად ითანამშრომლებს იტალიურ პროგრესულ როკ-ბენდთან Profusion.

Profusion-ს, იტალიელებთან ერთად, ქართველი წევრიც ჰყავს, ვლადიმერ სიჭინავა, ის დრამზე უკრავს, არის ვოკალისტი და ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ასევე წევრები არიან: ჯონათან კარადონა – კლავიში, ფორტეპიანო,დავიდე პეპი – ელექტროგიტარა, აკუსტიკური გიტარა, დუჩო მაჩანტი – ბასგიტარა, ატია მატეი – ვოკალი, იაკოპო პეტტინი – ხმის ინჟინერი.
Profusion-ის მუსიკა ქართულ და ხმელთაშუაზღვის კულტურებს აერთიანებს, მათ ამ დრომდე სამი ალბომი აქვთ გამოცემული და სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალის მონაწილენი არიან. რიგით მესამე ალბომში მათ ანიტა რაჭველიშვილთან ითანამშრომლეს, ამავე ალბომის მონაწილე იყო „შინის“ სოლისტი, მამუკა ღაღანიძე. 2017 წელს გამოსაცემად მზადდება ჯგუფის რიგით მეოთხე ალბომი, რომელშიც ანიტა რაჭველიშვილისთვის დაწერილი კომპოზიციაც შევა. ეს კომპოზიცია ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 23 აგვისტოს პირველად აჟღერდება. აღიარებული მეცო-სოპრანო მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და იტალიელ მუსიკოსებთან ერთად სრულიად განსხვავებულ ამპლუაში წარსდგება მაყურებლის წინაშე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები