LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილის პირველ სოლოალბომს „Sony Classical“ გამოსცემს

44

ანიტა რაჭველიშვილი თავის სოლოალბომს ცნობილ ხმის ჩამწერ სტუდიასთან Sony Classical-თან ერთად გამოსცემს. ამის შესახებ შემსრულებლის მისი საიტიდან გახდა ცნობილი. მომღერლის ჩანაწერში RAI ნაციონალური სიმფონიური ორკესტრი მიიღებს მონაწილეობას.

რაჭველიშვილამდე „სონი კლასიკალთან“ კონტრაქტს ხელი მოაწერეს იონას კაუფმანმა, სონია იონჩევამ, ხუან დიეგო ფლორესმა, პლაჩიდო დომინგომ და კიდევ ერთმა ქართველმა ოპერის შემსრულებელმა, ცნობილმა სოპრანომ ნინო მაჩაიძემ.

რაც შეეხება ანიტა რაჭველიშვილს, მეცოსოპრანომ საერთაშორისო აღიარება „კარმენში“ შესრულებული პარტიით მოიპოვა. მას ჰქონდა პერფორმანსები მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ თეატრში, მათ შორისაა „ლა სკალა“, „მეტროპოლიტენ ოპერა“, „როიალ ოპერა ჰაუსი“ და ა.შ. ახლახან დასრულდა ჩიკაგოში მისი მონაწილეობით „კარმენის“ ჩვენება, მალე კი მას პარიზში ელოდებიან. ანიტას შემდგომი გეგმები ასეთია, მას შვეიცარიაში ელოდებიან, სადაც ვერსის „აიდას“ შეასრულებს, შემდეგ კი ისევ „მეტროპოლიტენ ოპერაში“ ელიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები