LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილმა კრემლში კონცერტის ჩატარებაზე უარი თქვა

60

ცნობილი ქართველი მეცოსოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი აღნიშნავს, რომ მას კრემლში კონცერტის ჩატარება შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა.

ანიტა წერს:

“მორიგი შემოთავაზება მოვიდა რუსეთიდან! კრემლში ფრანკო ძეფირელის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალას ატარებენ და მთხოვენ ჩავიდე!
მომავალ წელს პირველ მარტს!
რაოდენ მნიშვნელოვანი მოვლენაც არ უნდა იყოს, რაოდენ დიდი თანხაც არ უნდა შემომთავაზონ არასდროს არ დავდგამ ფეხს რუსეთის ტერიტორიაზე სანამ ჩვენი ქვეყნის კუთვნილ ტერიოტრიებს არ დაგვიბრუნებენ და თავს არ დაგვანებებენ!
ადრე ორჯერ ჩავედი, რადგან ვფიქრობდი რომ კულტურას და ხელოვნებას მაინც შეეძლო რაიმეს შეცვლა! ვცდებოდი და ბოდიშს ვიხდი ჩემი ქვეყნის და ყველა პატრიოტის წინაშე! შეცდომას საბედნიეროდ მეორედ არ ვიმეორებ!
მაპატიეთ შეიძლება ჩემი პირადი აზრია, მაგრამ არ მესმის იმათი ვინც იქ დადის და პერფორმანსებს მართავს დღემდე!
ერთად უნდა დავდგეთ და რეალურად შევხედოთ სიტუაციას!”

https://www.facebook.com/anita.rachvelishvili/posts/10212836092399930

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები