LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა სალივანი, ქალი, რომელსაც 14 შვილი 14 სხვადასხვა მამაკაცისგან ჰყავს

110

მიჩიგანში მცხოვრებმა 36 წლის ანიტა სალივანმა გინესის რეკორდების წიგნში გუშინ ახალი რეკორდი დაამყარა. მან ჰარპერის უნივერსიტეტის საავადმყოფოში მე-14 შვილი გააჩინა. აღსანიშნავი კი ის არის, რომ ქალს ყველა შვილი სხვადასხვა მამაკაცისგან ჰყავს.

ანიტა სალივანი ამ რეკორდით მსოფლიოში პირველი ქალია, რომელსაც შვილები 13-ზე მეტი სხვადასხვა მამაკაცისგან ჰყავს.

„მე ძალიან ამაყი ვარ ახალი რეკორდის დამყარებით. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ზარმაცი და უსარგებლო ვარ და რომ ჩემს ცხოვრებაში არაფრის დასრულება არ შემიძლია. ახლა მე ყველას ვაჩვენე, რომ დედა ცდებოდა და მეც შემიძლია, მსოფლიოში საუკეთესო ვიყო. ფაქტობრივად, მე შევძელი ის, რაც აქამდე ვერავინ შეძლო!“ – განუცხადა ანიტა სალივანმა ჟურნალისტებს.

სალივანის თქმით, წარსულში მას ბევრი წარუმატებელი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ მას ახლა სჯერა, რომ ცხოვრების მეგზური იპოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები