LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთმანეთს ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაშორდნენ

72

როგორც გამოცემამ Radaronline დაადგინა, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური წყვილი – ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთმანეთს ჯერ კიდევ 2014 წელს დაშორდა.  ყველაფერი კი „ოსკარების“ ცერემონიაზე მოხდა, სადაც ჯოლიმ პიტს ეჭვიანობის სცენები მოუწყო. პიტს კი იმდენად გაუფუჭდა განწყობა, რომ ფილმის „მონობის 12 წელი“ კოლეგებთან ერთად გამარჯვების აღნიშვნაც გადაიფიქრა.

„იმ ღამეს მათ ძალიან იჩხუბეს და დაშორებაზე შეთანხმდნენ“, – აცხადებს ინსაიდერი.

ცნობილი ხდება ისიც, რომ 2014 წელს გამართული მათი ქორწილი მხოლოდ ურთიერთობის გამოსწორების მცდელობა იყო და სხვა არაფერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები