LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ოფიციალურად არ განქორწინებულან 

282

ცნობილი ხდება, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის  განქორწინების პროცედურა ოფიციალურად არ დასრულებულა. ეს ინფორმაცია დღეს გამოცემა „დეილი მეილმა“ გაავრცელა. განქორწინების დეტალების შესახებ ახალი გარემოებებიც გახდა ცნობილი. მოსამართლემ იმ დროებითი შეთანხმების ვადა გააგრძელა, რომლიც მიხედვითაც წყვილმა შვილებზე მეურვეობა განსაზღვრა. ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის შვილები დედასთან ცხოვრობენ, თუმცა მამას რეგულარულად ნახულობენ.

ინსაიდერები ამტკიცებენ,რომ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი მხოლოდ შვილების კეთილდღეობაზე ფიქრობენ და განქორწინების პროცესი ამის გამო ჭიანურდება. წყვილი ცდილობს, ამ რთულმა პერიოდმა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ ჩაიაროს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები