LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი დედა კიდევ ერთხელ გახდება?

289

დასავლური მედია წერს, რომ სულ მალე ანჯელინა ჯოლი მეშვიდე შვილის დედა გახდება. ამჯერად საუბარი არ არის აყვანილ ბავშვზე, არამედ ცნობილი ხდება, რომ ჯოლის შვილს სუროგატი დედა გაუჩენს. პატარას მშობლები ცნობილი მსახიობი და მისი უცნობი რჩეული გახდებიან, რომლის ვინაობაც ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება.

ინსაიდერებმა ვარსკვლავის რჩეულზე მხოლოდ იმის გარკვევა მოახერხეს, რომ ის 50 წლამდე ასაკის მამაკაცია ახლო აღმოსავლეთიდან. მათ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც ორივე მათგანი დაქორწინებული იყო, თუმცა ცნობილია, რომ იმ პერიოდისთვის ანჯელინას დაშორება მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი.

შეგახსენებთ, რომ ჯოლი და პიტი ერთმანეთს გასული წლის სექტემბერში დაშორდნენ. თავდაპირველად ანჯელინამ ბრედი ბავშვებთან სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულა, თუმცა მოგვიანებით, მას ყველა ეს ბრალდება მოეხსნა. საბოლოოდ გაირკვა, ყველაფრის მიზეზი ბრედის ალკოდამოკიდებულება იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები