LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი ფილმის პრემიერაზე ბიუსტჰალტერის გარეშე მივიდა

64

ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ, ანჯელინა ჯოლი სულ უფრო ხშირად ამბობს უარს შავზე, რომელიც მისი გარდერობის დომინანტი ფერი იყო.

ამ დღეენში, ვარსკვლავმა ლოს-ანჯელესში თავისი ახალი ფილმი „თავდაპირველად მათ მამაჩემი მოკლეს“ წარადგინა და პრესკონფერენციაში მონაწილეობაც მიიღო. ღონისძიება სასტუმრო Four Seasons-ში გაიმართა და ადგილზე მისული ჯოლი მალევე მოხვდა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. მას თეთრი ფერის კაბა ეცვა, საყვარელი შავ ფერის კი მხოლოდ ქამარი შეარჩია, ადვილად შესამჩნევი იყო ის ფაქტი, რომ მსახიობი ბიუსტჰალტერის გარეშე იყო წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ ჯოლის ახალი ფილმი „თავდაპირველად მათ მამაჩემი მოკლეს“ მწერალ ლუნ უნის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც ჯარისკაცების ბანაკში მოხვდება, სადაც მომავალ მებრძოლებს წვრთნიან.

ფილმის პრემიერა კამბოჯაში რამდნეიმე თვის წინ შედგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები