LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი ისევ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა

51

ბოლო რამდენიმე თვეა მსოფლიო პრესა აქტიურად განიხილავს ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების პროცესს, რომელთაც ნამდვილი ომი გამოუცხადეს ერთმანეთს შვილებზე მეურვეობის მოსაპოვებლად.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლი ექსტრემალურად იქნა გადაყვანილი იმავე ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც ორი წლის წინ მკურნალობდა. აღსანიშნავია, რომ კლინიკა ბულემიითა და ანორექსიით გამოწვეული კვებითი ჩვევების დარღვევაზე სპეციალიზირდება.

პირველად ჯოლი მაშინ მოხვდა კლინიკაში, როცა მისი წონა 44 კილოგრამს შეადგენდა 1,70 მეტრი სიმაღლის ფონზე, ამჯერად მისი მდგომარეობა ყოფილი მეუღლის განცხადებამ დამძიმა, რომელმაც ჯოლის ბრალდებას – თითქოს ის არ უზრუნველყოფდა შვილებს მატერიალური დახმარებით, საპასუხო ბრალდებით უპასუხა და აღნიშნა, რომ ჯოლის ამგვარი განცხადება მხოლოდ სასამართლოზე მანიპულირების მორიგი მცდელობაა, რათა გადაწყვეტილება ბავშვების მეურვეობაზე მის სასარგებლოდ იქნას მიღებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები