LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი ჯონი დეპს აფრთხილებდა, რომ ემბერ ჰერდის ნდობა არ შეიძლებოდა

266

ემბერ ჰერდისა და ჯონი დეპის დაშორება ახლა მსოფლიო მედიისთვის მთავარი განხილვის თემაა. ყოველ დღე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ემბერმა ქმარი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა და ამის წყალობით, სულ მალე, მილიონერი გახდება. პროცესი, სავარაუდოდ, ძალიან ხანგრძლივი იქნება. ამ ყველაფერს კი დეპი თავიდან აირიდებდა, რომ გაეთვალისწინებინა ანჯელინა ჯოლის რჩევა, სანამ დაქორწინდებოდა.

როდესაც „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ვარსკვლავმა ემბერთან ერთად ოჯახის შექმნა გადაწყვიტა, ჯოლი დარწმუნებული იყო, რომ ემბერს ჯონი არ უყვარდა და მისთვის მთავარი ფული და კარიერა იყო. ანჯელინამ ურჩია დეპს, აუცილებლად გაეფორმებინა მეუღლესთან საქორწინო კონტრაქტი, თუმცა ემბერის სიყვარულით დაბრმავებულ ჯონის ამაზე ფიქრიც არ სურდა. კალიფორნიის შტატის კანონმდებლობით კი, თუ წყვილს შორის არ არის გაფორმებული საქორწინო კონტრაქტი, განქორწინების შემთხვევაში ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება უნდა გაიყონ.

სამწუხაროდ, ანჯელინას ქალურმა ინტუიციამ არ უმტყუნა.

დაქორწინებიდან 15 თვის შემდეგ ემბერ ჰერდმა სასამართლოში განქორწინების შესახებ პროცესი დაიწყო, იგი ქმარს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და მიყენებული მორალური და ფიზიკური ზიანისთვის სოლიდურ თანხას ითხოვს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ემბერი ჯონისგან სულ მცირე 20 მლნ დოლარს მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები