LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდება

46

ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდება. ოსკაროსანი მსახიობი, რომელიც ამჟამად ბრედ პიტთან განქორწინების პროცესშია, ამ ჯილდოს ჯულია რობერტსის, სალი ფილდის, ფრენსის ფორდ კოპოლასა და სტივენ სპილბერგის შემდეგ მიიღებს – წერს dailymail-ი.  სპეციალურ ჯილდოს მას ამერიკელ კინემატოგრაფისტთა საზოგადოება გადასცემს. დაჯილდოების ცერემონია 17 თებერვალს დოლბის თეატრში გაიმართება.

ანჯელინამ მაღალი სტანდარტები დაამკვიდრა. ის ნამდვილი ხელოვანია ძლიერი სულითა და გამორჩეული სტილით. ის არამარტო სანახაობას გვთავაზობს თავისი საქმიანობით, არამედ მწვავე სოციალურ პრობლემებზეც მუშაობს“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები