LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი კინოში „ოჯახური სიტუაციის“ დალაგების შემდეგ დაბრუნდება

54

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ანჯელინა ჯოლიმ კინოში დაბრუნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, იგი ერთწლიანი შესვენებით ისარგებლებს, რა დროსაც „ოჯახურ სიტუაციას“ დაალაგებს, რაც ბრედ პიტთან განქორწინების პროცესს მოიცავს.

მსახიობის თქმით, მისი მომდევნო პროექტი „მალეფისენტი“ იქნება, რომელში დაბრუნებაც მან ოფიციალურად დაადასტურა. ამას გარდა, ჯოლის უკვე მზად აქვს ფილმის „კლეოპატრა“ სცენარიც.

მსახიობის თქმით, ამ ეტაპზე ის ყველანაირი ვალდებულებისგან თავს იკავებს და მთელს დროს ოჯახურ საკითხებს უთმობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები