LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი მაქმანებიანი შავი კაბით ოფიციალურ ვიზიტზე (ფოტო)

196

ოქტომბრის დასაწყისში აჯელინა ჯოლის მონაწილეობით ახალი ფილმის Come Away-ის გადაღებები დასრულდა და ჯოლიმ საქველმოქმედო საქმიანობისთვისაც მოიცალა. კეთილი ნების ელჩის ამპლუაში ის პერუში გაემგზავრა და ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდა. ჯოლის ვიზიტის მიზეზი ვენესუელის ის მაცხოვრებლები არიან, რომლებიც მასიურად ტოვებენ ქვეყანას მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

გუშინ მსახიობი ქალაქ ტუმბესში იმყოფებოდა, სადაც მონაზვნებმა უსახლკაროთა თავშესაფარი დაარსეს. მოგვიანებით კი, პრეზიდენტ მარტინ ვისკართან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ჯოლი ბრწყინავდა ნაზი ფაქტურის, შავ მაქმანებიან კაბაში, რომელიც მინიმალისტურ მაკიაჟთან ჰქონდა შეხამებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები