LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი მსოფლიო მოქალაქე გახდა

305

ბოლო დროს, ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად სულ უფრო ხშირად ჩნდება ამა თუ იმ ღონისძიებაზე. ცნობილი ოჯახის ერთ-ერთი უკანასკნელი გამოსვლა გაეროს დაჯილდოების ცერემონია გახდა, რომელზეც ჯოლი 14 წლის პაქსთან, 12 წლის ზაჰარასთან, 11 წლის შაილოსთან და 9 წლის ნოქსთან ერთად მივიდა.

ანჯელინამ, რომელიც უკვე წლებია გაეროს კეთილი ნების ელჩია, სპეციალური ჯილდო – „მსოფლიო მოქალაქე“ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა: პირველად, დიდი ხნის მანძილზე, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ჯოლი ძველ ფორმას დაუბრუნდა და უწინდელად ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები