LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი პოლიტიკაში მიდის

31

ბოლო დროს ანჯელინა ჯოლის ნახვა დიდ ეკრანზე სულ უფრო დიდ იშვიათობას წარმოადგენს. მსახიობი ამ დროისთვის არცერთ პროექტში არ არის დაკავებული და მთელს ყურადღებას შვილებს, ჯანმრთელობას და ბრედ პიტთან განქორწინების პროცესს უთმობს.

მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯოლი საკმაოდ ბევრ დროს გაეროს საქმიანობებსაც უთმობს, ამისათვის ის მზად არის საერთოდ უარი თქვას სამსახიობო და სარეჟისორო საქმიანობებზე. იმისათვის, რომ მისი მოღვაწეობა უფრო ნაყოფიერი გახდეს, ჯოლი საცხოვრებლად ლონდონში გადავა, სადაც მას ბრიტანული ლორდთა პალატა ელოდება ბარონესა არმანიკა ჰელვიკის მეთაურობით. სწორედ ჰელვიკია მისი გზამკვლევი დიდ პოლიტიკაში.

ისევე, როგორც ბრიტანული პარლამენტის დანარჩენი წევრები, ჯოლი დაესწრება სხდომებს, შეხვდება ამომრჩევლებს, გამოვა ტელევიზიით და ურთიერთობა ექნება პრესასთან.

ჰელვიკის აზრით, მარტოხელა დედა ექვსი შვილით – გაეროს მომავალი გენერალური მდივნის მშვენიერი კანდიდატია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები