LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი ქალიშვილთან ერთად პაპარაცების ობიექტივში მოხვდა

50

ბოლო კვირაში ანჯელინა ჯოლი პაპარაცების ობიექტივში ორჯერ მოხვდა: თავდაპირველად ფოტოგრაფებმა ის „დისნეილენდში“ გადაიღეს, სადაც ვარსკვლავური ოჯახი 9 წლის ტყუპების, ვივიენისა და ნოქსის იუბილეს აღნიშნავდა. გუშინ კი, ლოს-ანჯელესის ქუჩებში ენჯი და ვივიენი გადაიღეს.

დედა-შვილი ლოს-ფელისზე სეირნობდა და ტანსაცმლის მაღაზიებს სტუმრობდა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პრესტიჟულ რაიონში შეიძინეს წლების წინ ვილა ჯოლიმ და პიტმა. განქორწინების შემდეგ კი ანჯელინამ მასთან მოშორებით ახალი სახლი იყიდა, სადაც ამჟამად ექვს შვილთან ერთად ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები