LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი სამსახიობო კარიერას ასრულებს

62

როგორც ჩანს, 41 წლის ანჯელინა ჯოლი სამსახიობო კარიერაზე უარს ამბობს. ვარსკვლავის მონაწილეობით უკანასკნელი ფილმი „მალეფისენტი 2“ იქნება, რომლის შემდეგაც მოღვაწეობას ის რეჟისორის რანგში გააგრძელებს.

ინსაიდერის თქმით, ანჯელინას სურს თავისი დრო ცხოვრების მთავარ ადამიანებს, შვილებს მიუძღვნას, მომავალში კი სურს, რომ მისი რეჟისორობით ცნობილი და ძლიერი ფილმები გამოვიდეს.

ამ გადაწყვეტილების კონკრეტული დეტალები ცნობილი არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ ინფორმაცია ჯოლის სამსახიობო კარიერის დასრულების შემდეგ აქამდეც არაერთხელ გაჟღერებულა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები