LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი საქორწინო ბეჭდის გარეშე პირველად გამოჩნდა

50

განქორწინების სკანდალური საქმის დაწყებიდან, ანჯელინა ჯოლი საზოგადოებაში თითქმის არ გამოჩენილა, თუმცა ბრედ პიტი ამ პერიოდში რამდენიმე ქვეყანაში უკვე იმყოფებოდა თავისი ახალი ფილმის, „მოკავშირეების“ პრომოტურის ფარგლებში.

ამ დღეებში ჯოლი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში, სასტუმრო „ბელ-ეირთან“ დააფიქსირეს. მსახიობს შავი ფერის თავისუფალი კაბა ეცვა, მუქი მზის სათვალე ეკეთა და პირველად, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საზოგადოებაში ქორწინების ბეჭდის გარეშე გამოჩნდა.

სანამ სასამართლო ანჯელინასა და ბრედის მოთხოვნების გარჩევით არის დაკავებული, ვარსკვლავი ცდილობს, პაპარაცების ობიექტივში იშვიათად მოხვდეს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პიტმა ჯოლის წინააღმდეც საქმე აღძრა და ყოფილი მეუღლე ბავშვების მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დაადანაშაულა. თუმცა სასამართლოს მან დეტალების აფიშირებისგან თავის შეკავება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები