LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი შვილების პროფესიის არჩევაში არ ჩაერევა

96

ჰოლივუდის მსახიობმა, ანჯელინა ჯოლიმ მკაცრად გადაწყვიტა, კარიერასთან დაკავშირებით ექვსივე შვილს სრული თავისუფლება მისცეს. ვარსკვლავი, რომლის ანგარიშზეც უამრავი ჯილდოა, დარწმუნებულია, რომ საკუთარი პროფესია ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს. მსახიობი პირობას დებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შვილების გვერდით იქნება, ოღონდ ამ გადაწყვეტილებამ მათ ბედნიერება მოუტანოს.

„რაც არ უნდა უნდოდეთ – მსახიობობა, მწერლობა ან მიმტანობა, ის ასი პროცენტით გაუგებს მათ. ჯოლი გამუდმებით უმეორებს შვილებს, რამდენად ჭკვიანები და უნიკალურები არიან და რომ მათ შეუძლიათ დაკავდნენ კეთილი საქმით, რადგან ამისი ნიჭი აქვთ. მისი მთავარი მიზანია, ბავშვებს პატივისცემა და თავდაჯერებულობა, ასევე ოჯახის სიყვარული ასწავლოს“, – განაცხადა ინსაიდერმა.

შეგახსენებთ, რომ თავად ანჯელინა ბრედ პიტს გასული წლის სექტემბერში დაშორდა. მეუღლე მან ბავშვებზე ძალადობაში დაადანაშაულა, თუმცა ეს ბრალდება ბრედს მალევე მოეხსნა. წყვილი ექვს შვილს ზრდიდა, აქედან სამი მათი ბიოლოგიური, ხოლო სამი – აყვანილი შვილია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები