LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ახალ სახლში გადავიდა

92

პაპარაცებმა ანჯელინა ჯოლის ახალი სახლის მიმდებარედ სატვირთო მანქანები შენიშნეს. ასევე დააფიქსირეს საშოპინგოდ გამოსული ვარსკვლავი. 41 წლის ჯოლი თეთრ კაბაში, მოსასხამსა და „ქლოეს“ კლასიკურ ფეხსაცმელში შეუდარებლად გამოიყურებოდა.

რაც შეეხება მის ახალ საცხოვრებელს, მასში ანჯელინამ 25 მილიონი დოლარი გადაიხადა. სახლს, რომელიც 1913 წელს არის აშენებული, ლოს-ანჯელესის ულამაზესი ხედი აქვს.  მასში განთავსებულია 6 საძინებელი, 10 სააბაზანო, სამ სართულიანი სპორტული დარბაზი, აუზი და სტუდიო-სახლი სტუმრებისთვის.

ვილა ლოს-ფელიზის რაიონში მდებარეობს, ბრედ პიტის სახლთან ახლოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები