პაპარაცებმა ანჯელინა ჯოლი საკუთარი სახლის შემოგარენში დააფიქსირეს. მსახიობი თავის ტყუპებთან, ნოქსთან და ვივიენთან და ქალიშვილ შაილოსთან ერთად ძაღლს ასეირნებდა.
ინსაიდერების ცნობით, სწორედ შვილებთან ერთად გატარებული დრო არის უპირატესი როგორც ჯოლისთვის, ისე პიტისთვის. Associated Press-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბრედმა ეს კიდევ ერთხელ აღიარა და განაცხადა, რომ შვილები მისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იქნება.
ამ დროისთვის ყოფილი ცოლ-ქმარი ბავშვებზე მეურვეობის საკითხში შეთანხმებას ცდილობს. ჯერ-ჯერობით ექვსივე შვილი დედასთან ცხოვრობს და პერიოდულად მამას ნახულობს.