LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ჰელოუინის დღესასწაულისთვის გრანდიოზულად ემზადება

234

სანამ ქსელში ხმამაღლა განიხილავენ ანჯელინა ჯოლის აღიარებს ჰარვი ვაინშტეინის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ, თავად მსახიობი შვილებთან ერთად ჰელოუინისთვის ემზადება. ამ დღეებში ოჯახი სპეციალურ მაღაზიას ესტუმრა, სადაც თითოეული მათგანი დაახლოებით ერთი საათის მანძილზე არჩევდა ფორმებს.

საბოლოოდ კი არჩევანი შემდეგ ნივთებზე გააკეთეს:

  1. სისხლიანი მახვილი;
  2. ნინძას იარაღების კრებული;
  3. დიდი ბავშვის კოსტიუმი;
  4. ცისარტყელას სვირინგები;
  5. კბილებიანი კვახი;
  6. მკვდარი ხელოვნური ფრინველი გალიაში და ა.შ.

ამას გარდა, ანჯელინა ჰელოუინის სათამაშოების მაღაზიაში გასულ კვირასაც შენიშნეს. როგორც ჩანს, წლევანდელ დღესასწაულს ის გრანდიოზულად აღნიშნავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები